კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

19 აპრილი 2012

ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე სამართლის ფაკულტეტების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში მარადმწვანე ნარგავებს გააშენებენ.

10 აპრილი 2012

კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტმა ხუთი სტუდენტისაგან დაკომპლექტებული ერთი გუნდი 2012 წლის 20 აპრილამდე უნდა წარმოადგინოს.


10 აპრილი 2012

ბიზნეს ოლიმპიადა საფინალო სწორზე გავიდა.

29 მარტი 2012

სულ ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 115 მოსწავლემ. მათ შორის 30 მოსწავლემ წინასწარ განსაზღვრული ბარიერი წარმატებით  გადალახა.

22 მარტი 2012

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა და მისმა თანმხლებმა პირებმა უნივერსიტეტის შენობა, ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს.

28 თებერვალი 2012

განახლებულ კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში რეალურ სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობებია შექმნილი.

23 თებერვალი 2012

გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს.

16 თებერვალი 2012

გეოინფორმაციული სისტემები ტურიზმში - ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს მეორე სემესტრიდან წაეკითხებათ.

3 თებერვალი 2012

ელენე რადიო STAR FM 93,9 წამყვანი გახდება.

30 დეკემბერი 2011

ოცი საუკეთსო სტუდენტიდან რვა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი აღმოჩნდა.