კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

ტესტირებაში გამარჯვებულთ სერტიფიკატები გადაეცათ

29 მარტი 2012

2012 წლის 22 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და პირველ ექსპერიმენტულ სკოლას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხსენებული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში ტესტირება ჩაუტარდათ.

ტესტები გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ იყო შედგენილი. ტესტებში ძირითადად მაგალითები და ამოცანები შევიდა და მათი შედგენისას გათვალისწინებულ იქნა წინა სასწავლო წელს ჩატარებული საატესტატო გამოცდების გამოცდილება.

ტესტი ოცი საკითხისაგან შედგებოდა და გადასალახ ბარიერად ჩვიდმეტი ქულა განისაზღვრა.

სულ ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 115 მოსწავლემ. მათ შორის 30 მოსწავლემ წინასწარ განსაზღვრული ბარიერი წარმატებით გადალახა, თორმეტმა მოსწავლემ, მათ ვინც ცხრამეტი ქულა დააგროვა, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე ოცი მოსწავლე გავიდა.

2012 წლის 29 მარტს
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით კალანდარიშვილმა

ტესტირებაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა.