ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მიზანია, მიაწოდოს დასაქმების ბაზარს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მენეჯერები, მარკეტოლოგები, ფინანსისტები და ტურიზმის სპეციალისტები.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ხორციელდება შემდეგი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები :

ბაკალავრიატი

სპეციალობები:

- ტურიზმი;

- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);

- ჟურნალისტიკა;

- ფქიქოლოგია

პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ეკონომიკისა და ბიზნესის კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება.

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების წლიური გადასახადი შეადგენს 2 250 ლარს, რომლის დაფარვა, ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია ოთხ ნაწილად.

მაგისტრატურა

სპეციალობები:

- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;

- საბანკო საქმე;

- რეკრეაციული ტურიზმი;

- საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება (ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა -გთსუ-ბირმინგემის კოლეჯი);

- მასობრივი კომუნიკაცია.

პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

მაგისტრატურის სწავლის საფასური, გარდა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამისა, შეადგენს 2 250 ლარს.

ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასურია 5 000 ლარი.

სწავლის საფასურის დაფარვა, ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია ოთხ ნაწილად.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, მაგისტრები შეძლებენ ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში, ასევე სამთავრობო სექტორში მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ფინანსების განხრით წამყვანი პოზიციების დაკავებას.

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სასწავლო ,,ბიზნეს ინკუბატორი“: GT ბანკი; GT თრეველი; GT კონსალტინგი, სადაც სტუდენტები ეუფლებიან თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებს. თეორიულ ცოდნასთან ერთად ითვისებენ პროფესიული დისციპლინების სპეციალიზებულ ელექტრონულ პროგრამებს („AMADEUS“, ,,1C“, ,,ORIS“, ,,SUPER FIN“, ,,SPSS“, ,,BANK 2000“, ,,DECISION 2000“). აქვე ხდება ახალი იდეების გენერირება; იქმნება ბიზნეს პროექტები; ახალი ტურისტული პროდუქტი. მათ შორის, ტურისტული მარშრუტები და მათი ამსახველი ბუკლეტები. სასწავლო ინკუბატორის ლაბორატორიებში (GT ბანკი და GT კონსალტინგი) სტუდენტები გადიან პრაქტიკას და იღებენ შესაბამის სერტიფიკატებს.

GT კონსალტინგი თანამშრომლობს სამეცნიერო კონსალტინგურ ცენტრთან ,,მომავლის მენეჯერი’’, რომელიც ატარებს ტრენინგებს პროექტების მართვაში, ორგანიზაციულ მენეჯმენტში, პრაქტიკულ მარკეტინგსა და ქონების შეფასებაში. ტრენინგებს უძღვებიან პროფესიონალი ტრენერები და ექსპერტები.

თეორიული სწავლების პრაქტიკასთან შერწყმით, გასვლითი ლექცების, სემინარებისა და ტრენინგების საშუალებით სტუდენტები ხვდებიან იმ რეალურ გარემოში, რომელშიც თავად მოუწევთ პროფესიული საქმიანობა უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ.

ფაკულტეტს პარტნიორული ურთიერთობები აქვს დამყარებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან; აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროსთან; საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურთან, ბანკ ,,რესპუბლიკა’’-სთან, სამეცნიერო-კონსალტინგურ ცენტრთან ,,მომავლის მენეჯერი’’, კომპანიებთან: ,,ბარამბო’’, ,,ემბავუდი’’ და სხვა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები გადიან პრაქტიკასა და სტაჟირებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას.

ფაკულტეტის საერთაშორისო პარტნიორთა რიგებში არიან ჰარლემის ეკონომიკის სკოლა, ბირმინგემის კოლეჯი, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი ასევე, პოლონეთში ჟეშოვის უნივერსიტეტი, რომლებთანაც ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები, წარიმართება ბიზნესის ადმინისტრირების მოდულური სწავლება და სხვა.

ფაკულტეტზე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, ბიზნეს წრეებისა და საჯარო მოხელეთა მონაწილეობით ტარდება მასტერ-კლასები და საჯარო ლექციები.