კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ფარმსახლი,  კომერციული დირექტორი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTUNI   ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ  ამ უნივერსიტეტის  სახელი.

ახალი ამბები

ფინალურ ტურში

10 აპრილი 2012

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები ბიზნეს ოლიმპიადის საფინალო სწორზე გავიდნენ.

ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სტუდენტებისათვის გაცილებით რთული გამოდგა.

ბიზნეს ოლიმპიადის მეორე ტურში, რომელსაც ხელშეკრულების ტური ერქვა, რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას: "კრეატივი", "ახალი თაობა", "პოზიტივი", "კალასი", "ნოსტრო კაზო", "ბრეინ ჩაილდი", "IB", "შემოქმედი".

ამ ტურში მონაწილე გუნდების წევრებს, შერჩევის წესით, ევალებოდათ ამოერჩიათ ხელშეკრულების სახეები და შეესრულებინათ ორი მხარის როლი: დამქირავებელი–გამქირავებელი და მყიდველი–გამყიდველი.


ხელშეკრულებები შედგენილი იყო გარკვეული ხარვეზებით. ამ ტურში მონაწილე გუნდის წევრებს, ერთი საათის
განმავლობაში, უნდა მოეძებნათ ეს ხარვეზები და წარმოედგინათ ხელშეკრულება მათთვის მისაღები პირობებით.

ამ ტურის შემდეგ თამაშს გამოეთიშა სამი გუნდი – "შემოქმედი", "ნოსტრო კაზო" და "კალასი"

მესამე ტურში, რომლის სახელწოდებაც იყო "ბიზნეს ქეისი", გუნდებს მიეცათ მარკეტინგული და სტრატეგიული დაგეგმვის ქეისები. სტუდენტებ მოსაფიქრებლად მიეცათ ერთი საათი. ამის შემდეგ გუნდები დაბრუნდნენ დარბაზში და მოხდა ქეისებზე მომზადებული პასუხების მოსმენა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე "ახალი თაობა" და "კრეატივი" გავიდა.