ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

1. რა არის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი?
ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები.

2. რომელი ნორმატიული დოკუმენტით რეგულირდება სტუდენტების საგრანტო კონკურსში გრანტის მოპოვების საკითხი?
სტუდენტების საგრანტო კონკურსში გრანტის მოპოვების/გაუმჯობესების საკითხს აწესრიგებს ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“.

3. რა არის სტუდენტის ჩარიცხვის აუცილებელი პირობა?
სტუდენტის ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გთუნი-ში დადგენილი წესების დაცვით.

4. როგორ ხორციელდება მაგისტრატურაში ჩარიცხვა?
მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხორციელდება გთუნის მაგისტრატურაში მიღების წესების შესაბამისად.

5. როგორ ხდება მობილობით ჩარიცხვა?
გთუნი-ში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ #10/ნ ბრძანების შესაბამისად.

6. რა სისტემით ხდება სტუდენტის ცოდნის შეფასება?

სტუდენტის ცოდნის შეფასებისას უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს შეფასების 100-ქულიანი სისტემით.

91 - 100 ქულა არის შეფასება "A" ანუ "ფრიადი"
81 – 90 ქულა არის შეფასება "B" ანუ "ძალიან კარგი"
71 – 80 ქულა არის შეფასება "C" ანუ "კარგი"
61 – 70 ქულა არის შეფასება "D" ანუ "დამაკმაყოფილებელი"
51 – 60 ქულა არის შეფასება "E" ანუ "საკმარისი"
41 – 50 ქულა არის შეფასება "FX" ანუ "ვერ ჩააბარა"
40 - 0 ქულა არის შეფასება "F" ანუ "ჩაიჭრა"

7. რა შეიძლება გახდეს სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი?

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

  • აკადემიური შვებულება;
  • ავადმყოფობა;
  • უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
  • სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
  • ფინანსური დავალიანება;
  • ფინანსური რეგისტრაციის გაუვლელობა.

8. რა შეიძლება გახდეს სტუდენტის დაფინანსების წყარო?

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტი - 30%, 50%, 70%, 100%;
  • სოციალური დაფინანსება - საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო, თბილისის მერია და სხვა;
  • წილობრივი და /ან სრული თვითდაფინანსება.

9. რა ღირს სწავლის საფასური და გადახდის როგორ ფორმას სთავაზობთ სტუდენტებს?
გთუნი-ში სწავლის საფასურის ღირებულება, სწავლების წლების მიხედვით, შეადგენს:

სწავლების პირველი წლისათვის - 2 250 ლარს;
სწავლის წლიური გადასახადის დაფარვა, ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად:

პირველი ნაწილი - სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის ვდაში;
მეორე ნაწილი - მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე;
მესამე ნაწილი - მიმდინარე წლის 15 მარტამდე;
მეოთხე ნაწილი - მიმდინარე წლის 15 მაისამდე.

10. სწავლის რა საფეხურებს სთავაზობთ აბიტურიენტებს?
უნივერსიტეტი ახორციელებს უმაღლესი განათლების – ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს:
ა) ბაკალავრიატი - საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს - პირველი საფეხური;
ბ) მაგისტრატურა - საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს - 120 კრედიტს - მეორე საფეხური.

11. როგორ ხდება კრედიტების მინიჭება?
სწავლის პროცესში ყოველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება სტუდენტისაგან მოითხოვს შესაბამისი ძალისხმევის სამუშაოთა შესრულებას - 60 კრედიტის (სემესტრში 30 კრედიტი) დაგროვებას.

სტუდენტი მიიღებს კრედიტს მხოლოდ სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, კონკრეტული კომპონენტების დაუფლებისათვის სავალდებულო სამუშაოთა წარმატებით შესრულებისა და სწავლის შედეგების დადებითი შეფასების შემდგომ.

12. რა შემთხვევაში შეუძლია სტუდენტს ისარგებლოს აკადემიური შვებულებით?
სტუდენტს აკადემიური შვებულება ეძლევა:

  • უცხოეთში სწავლის გაგრძელებისას, არაუმეტეს სამი წლის ვადით. გარდა იმ შემთხვევის, როცა დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროგრამის მეტი ხანგრძლივობა;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო;
  • ორსულობისა და ახალშობილის მოვლის გამო (არაუმეტეს 2 სემესტრისა);
  • სხვა საპატიო მიზეზით, ფაკულტეტის საბჭოს მიერ კონკრეტული განცხადების საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად.

13. აღიარებს თუ არა უნივერსიტეტი კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) სტანდარტებს?
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია ეფუძნება “კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემას” (ECTS) და მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც დამტკიცებულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ.

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, კრედიტების დადგენილი რაოდენობის ათვისების შემდეგ, ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და დიპლომთან ერთად გაიცემა ECTS ნიმუშის დიპლომის დანართი.