უნივერსიტეტი ახორციელებს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს რეგულირებად (სამართალი) დ არარეგულირებად სპეციალობებში.

რეგულირებად სპეციალობებში პროგრამები ითვალისწინებს ძირითადი (180 კრედიტი) და თავისუფალი კომპონენტების მოდულებით სწავლებას, სადაც სტუდენტს არჩევანის გაკეთების ფართო შესაძლებლობა აქვს. სტუდენტი ირჩევს საგნებს როგორც ძირითად სპეციალობაში, ასევე თავისუფალი კომპონენტის ნაწილშიც.

არარეგულირებად სპეციალობებზე საბაკალავრო პროგრამები შედგება ძირითადი სპეცილობის, დამატებითი სპეცილობისა და თავისუფალი კომპონენტების ბლოკებისაგან.

ძირითად სპეციალობაში, სპეციალობის საბაზისო კურსის გავლის შემდეგ (120 კრედიტი), მეოთხე სემესტრის ბოლოს, სტუდენტი იჩევს სპეციალობის არჩევით მოდულს (60 კრედიტს), პარალელურად იგი გადის დამატებითი სპეციალობის მოდულს და თავისუფალ კომპონენტების მოდულს, რის ფარგლებშიც ირჩევს საუნივერსიტეტო სპეციალობების ან სხვა უნივერსიტეტებიდან ნებისმიერ საგნებს 15 კრედიტის მოცულობით.

საბაკალავრო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ (240 კრედიტი) სტუდენტებს ენიჭებათ ბაკალავრის კვალიფიკაცია შესაბამისი სპეციალობით; მაგისტრანტებს (120 კრედიტი) კი - მაგისტრის კვალიფიკაცია.

კრედიტი წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ ერთეულს. კრედიტი გამოხატავს იმ დროს, იმ საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს, რომლებიც სტუდენტს ამა თუ იმ კურსის/მოდულის/პროგრამის ასათვისებლად, შესაბამისი სწავლის შედეგების მისაღწევად სჭირდება.

სტუდენტის დატვირთვა, ECTS–ის მიხედვით, არის დრო, რომელიც სჭირდება ისეთი სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, როგორიცაა: ლექციები, სემინარები, პრაქტიკუმები, ლაბორატორიული სამუშაოები, სემინარის, შუალედური თუ საბოლოო გამოცდისთვის მზადება, რეფერატის, თარგმანის, პროექტის, პრეზენტაციის მომზადება, საწარმოო პრაქტიკა, საბაკალავრო თუ სამაგისტრო ნაშრომის შესრულება და სხვ.

ბაკალავრის კვალიფიკაციის (აკადემიური ხარისხის) მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტისა.

მაგისტრის კვალიფიკაციის (აკადემიური ხარისხის) მოსაპოვებლად მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.