გეოინფორმაციული სისტემები ტურიზმში - ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს მეორე სემესტრიდან წაეკითხებათ.
კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
განცხადებები
ახალი ამბები
სტუდენტები მონაცემთა სივრცითი ანალიზის ტექნოლოგიებს შეისწავლიან
2012 წლის 16 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოში გეოინფორმაციული სისტემის განვითარების ფონდის ექსპერტმა ზურაბ ლაოშვილმა გეოინფორმაციული სისტემების პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო.
ახალი სასწავლო კურსი – გეოინფორმაციული სისტემები ტურიზმში – უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს მეორე სემესტრიდან წაეკითხებათ.
რა დასამალია და დღეს წარმატებულია ის, ვისაც ხელთ აქვს დინამიური ინფორმაციის მართვის ტექნოლოგური საშუალებები. ამ მხრივ გამორჩეული ადგილი უკავია მონაცემთა სივრცითი ანალიზის ტექნოლოგიებს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა. იგი გეოგრაფიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების შეერთების შედეგია და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის (გის) სახელით არის ცნობილი.
სივრცითი მონაცემების გის ანალიზის შედეგები საფუძვლად უდევს ეკონომიკის არაერთი დარგის დაგეგმარებასა და განვითარებას. მათ შორის, აღსანიშნავია ტურისტული ინდუსტრია, რომლის განვითარებაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სივრცითი მონაცემების მართვაზე. ტურიზმის, როგორც ეკონომიკის დარგის დაგეგმარება და განვითარება, მრავალწახნაგოვანი, ერთმანეთთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია. გეოგრაფიულ ინფორმაციული სისტემების ტექნოლოგიებს კი ამ საქმეში ბადალი არ მოეპოვება.
პროგრამის პრეზენტაციას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მაია უკლება, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვაჟა ხუჭუა, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი გელა ალადაშვილი, ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელი თალიკო ჟვანია და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.