კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტმა ხუთი სტუდენტისაგან დაკომპლექტებული ერთი გუნდი 2012 წლის 20 აპრილამდე უნდა წარმოადგინოს.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
მარიამ კუტალია
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.
ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე.
ახალი ამბები
საქმიანი შეხვედრა სტუდენტებთან
თავდაპირველად სტუმარმა უნივერსიტეტის შენობა, კრიმინალისტიკური, რადიო და ტელე ლაბორატორიები, ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი დაათვალიერა, შემდგომ კი საკონფერენციო დარბაზში მომლოდინე სტუდენტებს შეხვდა.
ბატონმა ზაზა კიკვაძემ ისაუბრა კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველოს“ შექმნის ისტორიაზე, გაწეულ საქმიანობაზე, დაძლეულ პრობლემებზე, კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და იმ სამომავლო გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც აპირებს ხსენებული კომპანია.
ბატონმა ზაზამ ის ინიციატივაც გააჟღერა, რომლის განხორციელებასაც აპირებს კომპანია:
თუ მომავალი მარკეტოლოგი ხარ და თუ გსურს გახდე უფრო წარმატებული, იმუშაო ბრენდზე, რომელსაც 120 წლის ისტორია აქვს, ბრენდზე, რომელიც შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, მაშინ კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველოს“ ატარებს კონკურსს; ,,ჩემი ბორჯომი“.
სწორედ ამ ახალი ინიციატივის გაცნობა გახდა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის სტუმრობა ჩვენს უნივერსიტეტში.
ქალბატონმა ნანიკო კუპრაშვილმა სტუდენტებს კონკურსის პირობები გააცნო:
-
კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 10.000 აშშ დოლარს. პირველ ადგილზე გასული გუნდის წარმდგენი უმაღლესი სასწავლებელი დასაჩუქრდება 5 000 ლარით;
-
კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტმა უნდა წარმოადგინოს მაქსიმუმ ხუთი სტუდენტისაგან დაკომპლექტებული ერთი გუნდი 2012 წლის 20 აპრილამდე;
-
კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტების გუნდებს, მაისის თვეში, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" წარმომადგენლები წაიყვანენ ბორჯომში, სადაც სტუდენტები დაათვალიერებენ
"ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხანას. კომპანიისწარმომადგენლები ადგილზე გააცნობენ სტუდენტებს ,,ბორჯომის“ ისტორიას და კომპანიის გეგმებს, რის შემდეგაც სტუდენტებს მიეცემათ მარკეტინგული ტიპის დავალება; -
დავალების მიღების შემდეგ სტუდენტები დაბრუნდებიან თბილისში და მათ მიეცემათ სამი თვე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) სამუშაოს შესასრულებლად;
-
დავალების შესრულებისას კრეატიული მიდგომისაგან გუნდები შეზღუდულები არ იქნებიან;
-
სამუშაო შესრულებული უნდა იყოს Microsoft Power Point Presentation ფორმატში.








/20120410_IDS_Borjomi_Sakartvelo_%289%29.png&width=410&height=275)