TEMPUS: 158739-TEMPUS-1-2009-1-DE-JPHES WeNeT - “E-learning in Touism”-2009-2012. პროექტი, რომელიც ეხმაურებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიას, მიზნად ისახავდა, მხარი დაეჭირა ზრდასრულთა პროფესიული განათლებისათვის: კერძოდ, იგი მიმართული იყო ისეთი აქტივობების განსახორციელებლად, როგორებიცაა: დაუსაქმებელ ზრდასრულთა გადამზადება; ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების განათლების დონის და კვალიფიკაციის ამაღლება; მცირე ელ.კურსების მომზადება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების, ისევე, როგორც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის. პროექტის ფარგლებში მომზადდა შემდეგი კურსები:

  1. ტუროპერატორის კურსი;
  2. დესტინაციათა მენეჯმენტი;
  3. ტურიზმის და რეკრეაციის მენეჯერი - პროფესიონალური პროფილი;
  4. გიდის პროგრამა;
  5. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
  6. კულტურული ტურიზმი.

TEMPUS: 543681-TEMPUS-1-2013-1-DE- -JPHES – CruiseT - ‘Network of competence centers for the development of Cruise Tourism in the Black Sea Region’-2013-2017;

პროექტში მონაწილეობა მიიღეს გთუნის აკადემიურმა/მოწვეულმა პერსონალმა და სტუდენტებმა. პროექტის ფარგლებში გთუნი-მ მიიღო დაფინანსება სულ: 70.000 ევროს ოდენობით, რაც მოიცავდა პროექტის მონაწილეების სახელფასო და სამივლინებო ხარჯებს (49000 ევრო), სახსრებს წიგნების შეძენის და ბეჭდვისათვის: 4000 ევროს ოდენობით. დაფინანსდა გთუნი-ს აკადემიური პერსონალის 10 სახელმძღვანელოს გამოცემა, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობდა, პროექტის ბიუჯეტით მოხდა საუნივერსიტეტო ტექნიკური აღჭურვილობის განახლება (17000 ევრო).

TEMPUS - აქტივობები