მისია:

შექმნას ინოვაციური ცოდნის პლატფორმა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. უზრუნველყოს პრაქტიკულ კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარსხის განათლება; სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო ურთიერთობების დიაპაზონის გაფართოება და დივერსიფიცირება; ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულის მომზადება, რომელიც, ეთიკურ და დემოკრატიულ პრონციპებზე დაყრდნობით, თავისუფალი და შემოქმედებითი მიდგომებით, ადვილად შეძლებს ცვალებად გარემოში ადაპტირებას.

ხედვა:

შპს ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“ არის თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული საერთაშორისო სტატუსის მქონე უნივერსიტეტი, რომლის მთავარი ორიენტირია სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხი და ინოვაციურობა. სასწავლო უნვერსიტეტი, პროფესიონალთა გუნდით, თანამედროვე აკადემიური უმაღლესი საგანამნათლებლო პროგრამებით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით, თეორიული და პრაქტიკული სწავლებით ხელს უწყობს ხარისხიანი ცოდნის მიღებას, გამოყენებასა და გავრცელებას, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, კრეატიული და თავისუფლად მოაზროვნე, სათანადო კომპეტენციების მქონდე კურსდამთავრებულთა მომზადებას; მომავალი თაობის ცნობიერებაში ეროვნული და მულტიკულტურულ ფასეულობათა დამკვიდრებით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

ღირებულებები:

• ხარისხის კულტურის განვითარება;

• ეროვნული და საერთაშორისო ფასეულობების პატივისცემა;

• სამართლიანობა, აკადემიური კეთილსინდისიერება და თავისუფლება;

• კოლეგიალობა, გამჭვირვალობა, გუნდურობა.