კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

განათლების გამოფენა ExpoGeorgia – 2012

23 თებერვალი 2012

2012 წლის 23 თებერვლამდე ExpoGeorgia-ს საგამოფენო დარბაზში განათლების გამოფენა გაიხსნა.

განათლების გამოფენა – 2012, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების პარალელურად, მონაწილეობას იღებენ ავსტრიის, აზერბაიჯანის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, იტალიის, კვიპროსის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

განათლების გამოფენის ფარგლებში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი წარმოდგენილია უნივერსიტეტში მოქმედი ფაკულტეტებით და იმ საგამოფენო მასალით,

რომელიც დააინტერესებთ აბიტურიენტებს და დაეხმარება მათ, სწორად შეარჩიონ მომავალი სპეციალობა.

უნივერსიტეტის საფამოფენო პავილიონში წარმოდგენილია ფოტო, ვიდეო და ის ვიზუალური მასალა, რომელიც დაწვრილებით ინფორმაციას აწვდის ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც გადაწყვეტს გახდეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი.

გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს.

განათლების გამოფენა 26 თებერვლამდე გასტანს.