საგანმანათლებლო პროგრამები მაგისტრატურაში




საგანმანათლებლო პროგრამების დასახელება

  1. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი
  2. საბანკო საქმე
  3. კერძო სამართალი
  4. სისხლის სამართალი
  5. მასობრივი კომუნიკაცია
  6. სოციალური ფსიქოლოგია

სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნები

მაგისტრატურის ძირითადი მიზნები:

  • მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;
  • სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება:
  • კვალიფიკაციის ამაღლება.
  • უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე მიღებული სპეციალობის შეცვლის მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

მაგისტრატურამ უნდა უზრუნველყოს ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც:

  • ფლობს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, სპეციალობის შესაბამის კომპეტენციებს და მზად იქნება დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური პროფესიული საქმიანობისათვის;
  • იქნება კონკურენტუნარიანი შრომის შიდა და გარე ბაზარზე.

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობაა:

  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;
  • უცხო ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დადასტურება დადგენილი სერტიფიკატით ან გამოცდით.

საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებით

საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ECTS -ის 120 კრედიტის დაგროვებას. 1 კრედიტი = 25-30 ასტრონომიულ საათს, 1 ასტრონომიული საათი = 60 წთ. კრედიტი ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელ მუშაობას. კრედიტი დროის ერთეულში (სთ.) ასახავს სამუშაოს იმ მოცულობას, რომელიც საჭიროა სტუდენტის მიერ პროგრამის ერთი კომპონენტის ასათვისებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.

ერთი სასწავლო წელი შედგება ორი, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისგან, მოიცავს 43 კვირას, მათ შორის 38 სასწავლო და სასესიო კვირას, 4 კვირას დამატებითი გამოცდებისათვის (2 კვირა თითოეულ სემესტრში), 1 კვირას საშობაო არდადაგებისათვის.

სემესტრის განმავლობაში მაგისტრანტმა სასურველია დაძლიოს საშუალოდ 30 კრედიტი, ხოლო წელიწადში - 60 კრედიტი, თუმცა, პროგრამის სპეციფიკიდან და სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.