კანცლერი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი, ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში. საფინანსო ეკონომიკურ ურთიერთობებში კანცლერი უფლებამოსილია წარმოადგინოს უნივერსიტეტი;
კანცლერი უფლებამოსილია:
- უხელმძღვანელოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
- უნივერსიტეტის სახელით დადოს ფინანსური ხასიათის გარიგებები;
- მართოს და განკარგოს უნივერსიტეტის ფინანსური სახსრები და მატერიალური ფასეულობები, უზრუნველყოს უნივერსიტეტის ფინანსური და მატერიალური რესურსების რაციონალური მართვა;
- კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის მუშაობას;
- კანცლერი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, გამოსცემს სამართლებრივ აქტს.