ჩარიცხვა

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მიღება ხორციელდება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის N27 ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების და გთსუ–ის მაგისტრატურის დებულების შესაბამისად.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.

უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია:
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის მსურველი პირი გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელშიც ასახელებს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას/დაწესებულებებს, ფაკულტეტს/ფაკულტეტებს და საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომელშიც, რომელზედაც და რომლითაც სურს სწავლის გაგრძელება;
  • ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაწესებულია საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
  • საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.