გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური განისაზღვრება სტუდენტთან დადებული ხელშეკრებულით.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელის სწავლის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასწავლო გრანტის ოდენობასა და სწავლების გადასახადს შორის სხვაობის გათვალისწინებით.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტს უნარჩუნდება ხელშეკრულებით დადგენილი სწავლის საფასური.

დამატებით სემესტრებში სწავლის საფასური განისაზღვრება ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე არჩეული საგნების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად.