კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


განათლება გთსთსუ-ში

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში შეგიძლიათ დაეუფლოთ ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობისა და სოციალურ მეცნიერებათა/ჟურნალისტიკის სპეციალობებს.

სამივე მიმართულლებით ხორციელდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი ამზადებს ბაკალავრებს მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და ტურიზმის სპეციალობებში. კურსდამთავრებულს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ენიჭება 8 სემესტრის შემდეგ, 240 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში.

რაც შეხება მაგისტრატურას, არჩევანი აქ უფრო დაკონკრეტებულია და ჩვენი უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის თავისებურებებს და ტექნოლოგიებს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში; ჩაწვდებიან საბანკო ოპერაციათა და საბანკო მენეჯმენტის სპეციფიკას ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად საბანკო საქმეში;ტურიზმის სფეროში კი მათ ელით რეკრეაციული ტურიზმის დაუფლება, რაც, საქართველოს სინამდვილეში, პერსპექტიული და რეალურად განვითარებადია გრძელვადიან სტრატეგიაში. კურსის დასრულების შემდეგ მაგისტრანტებს მიენიჭებათ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი რეკრეაციულ ტურიზმში.

მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება ხდება 4 სემესტრის, 120 კრედიტის დაგროვების შემდეგ.

საუნივერსიტეტო პროგრამები მოქნილია და ორიენტირებულია სტუდენტზე. პროგრამები საგნების არჩევითობის პრინციპზეა აგებული. გათვალისწინებულია როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სპეციალობების დაუფლება და საუნივერსიტეტო საგნებიდან (ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის მიმართულებით) თავისუფალი კრედიტების აღება.

სამაგისტრო პროგრამა ისეა აგებული, რომ მასზე სწავლის გაგრძელება შეეძლება ნებისმიერი სხვა სპეციალობის ბაკალავრს. პროგრამის პირველი ნაწილი დათმობილი აქვთ ისეთ დისციპლინებს, რომელთა შესწავლი შემდეგ არასპეციალისტი ადვილად შეძლებს მაგისტრატურაში არჩეული პროფესიის დაუფლებას.

ასეთივე პრინციპითაა შედგენილი საგანმანათლებლო პროგრამები სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალობებზე..

სამართლის ფაკულტეტზე ბაკალავრიატი ამზადებს ბაკალავრებს სამართალმცოდნების სპეციალობით; მაგისტრატურაში კი მაგისტრების მომზადება ხდება ორი მიმარულებით: სისხლის სამართალი და კერძო სამართალი. კურსდამთავრებულებს შესაბამისად ენიჭებათ სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და კერძო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხაისხი.

ჟურნალისტიკის მიმართულებით მზადდებიან სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრები ჟურნალისტიკაში და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრები ჟურნალისტიკაში.

უნივერსიტეტში სწავლების 2/3 პრაქტიკაზეა ორიენტირებული. უნივერსიტეტს გააჩნია ყველა რესურსი რეალურ სექტრთან სტუდენტების ურთიერთობებისა, რის შედეგადაც მომავალი სპეციალისტი ეჩვევა გარე გარემოსთან ადაპტირებას, ეუფლება ლოგიკურ აზროვნებას, ანალიზის უნარს და დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთებას.

გარდა აუცილებელი სავალდებულო სწავლებისა სტუდენტებს შექმნილი აქვთ პირობები გამოამჟღავნონ თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით სპორტულ მოედანზე, მომღერალთა გუნდში თუ სასწავლო კვლევით ცენტრში; მიიღონ დამატებითი განათლება ტრენინგ ცენტრსა და უცხო ენების ცენტრში; სუნივერსიტეტო კლინიკებსა და ლაბორატორიებში, ფოტო და ტელე-რადიო სტუდიებში.

უნივერსიტეტის კედლებში შესაძლებელია ასევე საერთაშორისო დონის განათლების მიღება ერთობლივი კურსების ბაზაზე, რომელთაც მომავალში დაემატებე ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ორმაგი დიპლომით; ტრენინგები საერთაშორისო სერტიფიკატით.