საუნივერსიტეტო ცხოვრება

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს ყოველდღიურ სასწავლო პროცესსა და მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას.

უნივერსიტეტის სტუდენტები სისტემატურად მონაწილეობენ როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ისე უნივერსიტეტთაშორისო, ერთობლივ, საერთაშორისო თუ სამეცნიერო კონფერენციებში, ფესტივალებში, ოლიმპიადებში, კონკურსებში: „ჩემი ბორჯომი“; „სტუდენტთა საერთაშორისო ბიზნეს ოლიმპიადა“; საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი“; სტუდენტთა სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია; ევროკავშირის “University collaboration network at the Black Sea – UNIVER-SEA.NET” პროექტით გათვალისწინებული დისტანციური სალექციო კურსი; „სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისათვის“ და გამარჯვებულთა ან სხვადასხვა ნომინანტთა შორის არიან.

უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება სტუდენტური “ბიზნეს-ოლიმპიადა“, რომელიც ახალი ბიზნეს-იდეებისა და ინოვაციური პროექტების წარმოჩინებას ემსახურება.

სტუდენტები აქტიურად იმაღლებენ პროფესიულ უნარ–ჩვევებს რეალურ სექტორთან მჭიდრო ურთიერთობებით. ეწყობა გასვლითი ლექცია-სემინარები.

უნივერსიტეტში იმართება შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან. სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაეცნონ და კითხვები დაუსვან მეცნიერებს, ექსპერტებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. უნივერსიტეტს სტუმრობდნენ გურამ დოჩანაშვილი, დავით მაღრაძე, ლანა ღოღობერიძე, მურმან ჯინორია, თინათინ ელბაქიძე, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“, ანსამბლ „სუხიშვილების“ გამოჩენილი სოლისტები და სხვა.

ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილობით სტუდენტები არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც იძენენ, რაც შემდგომში მათ დასაქმებაზე აისახება.

გამოდის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების თეზისები, სასწავლო გაზეთები და ჟურნალები.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ლიტერატურული კაფე, ფოლკლორული ანსამბლი, მხიარულთა და საზრიანთა გუნდი და ფოტო მოყვარულთა წრე. იმართება სტუდენტთა ყოველწლიური ფოტო ნამუშევრების გამოფენა.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია უნივერსიტეტის სტუდენტთა ყოველდღიური ცხოვრების წესია.

უნივერსიტეტის სტუდენტები სისტემატურად მონაწილეობენ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში: მინი ფეხბურთისა თუ კალათბურთის ტურნირები, ბილიარდის, კრივის,

ჩოგბურთის, ცურვის, ზამთრის უნივერსიადასა თუ სხვა სპორტულ შეჯიბრებებში, ეწყობა სტუდენტური ალპინიადა.

უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდი ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის ასპარეზობს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მინი ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი და ტრენაჟორების დარბაზი.