გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა ასოციაცია.

კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიზნებია:


  • გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასაწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გაერთიანების შექმნა;
  • ასოციაციის წევრებს შორის გრძელვადიანი პირადი და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება;
  • უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს შორის შეხვედრების ორგანიზება, გამოცდილების გაზიარების მიზნით;
  • გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასაწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის მხარდაჭერა;
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ინფორმირება შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ;
  • სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობის ორგანიზება;
  • ბიბლიოთეკის ფონდის გამდიდრება და ა. შ.