ერთად შევაჩეროთ COVID – 19 ინფექცია!

რა არისახალიკორონავირუსი?

ახალი კორონავირუსი (COVID-19) არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება, პირველად 2019 წელს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

- როგორ ვრცელდება COVID-19 ვირუსი?

• წვეთოვანი გზით: დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი წვეთის სხვა ადამიანის ლორწოვანზე მოხვედრით.

• თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით.

• დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით.

- რა სიმპტომებით ვლინდება COVID-19?

კორონავირუსის სიმპტომებია: ცხელება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, სურდო, ყნოსვის დაკარგვა, თავის ტკივილი, დიარეა.

- როგორი მიმდინარეობა ახასიათებს დაავადებას?

დაავადების სიმპტომები, მკურნალობა და ვადები განსხვავდება მიმდინარეობის მიხედვით ის შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე.

- რა დრო სჭირდება სიმპტომების გამოვლენას?

სიმპტომების გამოვლენას შეიძლება დასჭირეს 2-14 დღემდე პერიოდი.

- როგორ უნდა დაიცვათ თავი ახალი კორონავირუსისგან?

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი.
  • ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით.
  • მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს დაავადებულ ადამიანთან.
  • არ გამოიყენოთ დაავადებული ადამიანის პირადი ნივთები.
  • ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი.
  • მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი.
  • დახურულ სივრცეში გამოიყენეთ ნიღაბი და/ან პერსონალური დაცვის საშუალებები.
  • თუ გაქვთ სიცხე, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, მიმართეთ ექიმს.

პირბადის მოხმარების წესი

  1. პირბადის გაკეთების წინ სასურველია ხელების საპნით დაბანა ან სპირტისშემცველი ხსნარებით დამუშავება. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგაც მოიქეცით ანალოგიურად.1.
  2. ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია.
  3. გაიკეთეთ პირბადე ისე, რომ ის მჭიდროდ ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს.
  4. დაბინძურებისთანავე შეცვალეთ ნიღაბი ახლით და არ ისარგებლოთ გმოყენებული ნიღბით განმეორებით.
  5. გამოყენების შემდეგ მოიხსენით ნიღაბი ყურებზე მოთავსებული რეზინის სამაგრებით ან უკანა თასმების მეშვეობით (არ შეეხოთ ნიღბის წინა ნაწილს). მოხსნის დროს მოკეცეთ პირბადე შიგნითა ზედაპირით.
  6. მოხსნისთანავე ნიღაბი გადააგდეთ უახლოეს მანძილზე განთავსებულ დახურულ ნაგვის ურნაში, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების ნიღაბი შეინახეთ სპეციალურ ინდივიდუალურ კონტეინერში, მის შემდგომ დამუშავებამდე.
  7. ნიღბის მოხსნის შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნით ან დაიმუშავეთ სადიზინფექციო ხსნარებით.
  8. სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე- ჯანმრთელ ადამიანს იცავს სნეულის დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს წვეთებისგან, ხოლო სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელია. ამდენად, თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ნიშნავს, რომ გაციებული ხართ და საკუთარი მიკრობებისგან გარშემომყოფთ იცავთ. თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა მიმართული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ხართ.

გახსოვდეთ, რომ:

ნიღბის დანიშნულება ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად გაზარდოს.

სახის დამცავი ფარი

სახის დამცავი ფარი გამოიყენება აერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციისგან ცხვირის, პირის და თვალის ლორწოვანის დასაცავად.

  • სახის დამცავი ფარით კომფორტულად - დაფარეთ სახე წარბებამდე, მოირგეთ ყურზე (თუ აქვს შესაკრავები შეიკარით თავზე).
  • გამოყენების შემდეგ გარეცხეთ თბილი საპნიანი წყლით ან დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.

ერთჯერადი ხელთათმანი

ხელთათმანის ჩაცმის ტექნიკა:

დაიბანეთ ან დაიმუშავეთ ხელები ჰიგიენური წესით.

• შეარჩიეთ საჭირო ზომის ხელთათმანი.

• ჩაიცვით ხელთათმანი ჯერ დომინანტურ ხელზე და შემდეგ არადომინანტურ ხელზე.

გახსოვდეთ, ხელთათმანი არ არის ხელის დაბანის ალტერნატივა, შესაბამისად ხშირად აწარმოეთ ხელის ჰიგიენა.

ხელთათმანის გახდის ტექნიკა:

პროცედურის დასრულების შემდეგ გაიხადეთ დაბინძურებული ხელთათმანები.

• დომინანტური ხელით შეეხეთ არადომინანტური ხელის ხელისგულს ან ხელთათმანის სამკლავურს/მანჟეტს ხელისგულის მხრიდან, გადმოაბრუნეთ ხელთათმანის დაბინძურებული მხარისკენ და მოაქციეთ დომინანტური ხელის მუჭში.

• იმ ხელის, რომელზეც აღარ გაცვიათ ხელთათმანი, ორი თითი შეაცურეთ ხელთათმანის სამკლავურის/ მანჟეტის ქვეშ ისე, რომ არ შეეხოთ ხელთათმანის დაბინძურებულ გარეთა მხარეს.

• ხელთათმანი გადმოაბრუნეთ ისე, რომ გაკეთდეს ჩანთა, რომელშიც მოაქცევთ პირველად გახდილ ხელთათმანს.

ხელთათმანები მოათავსეთ უახლოეს მანძილზე განთავსებულ დახურულ ნაგვის ურნაში.

პროცესის დასრულების შემდეგ აწარმოეთ ხელის ჰიგიენა.

დასუფთავების რეკომენდებული წესი

  • დასუფთავება განხორციელდეს სამუშაო დღის განმავლობაში 3-ჯერ, კერძოდ: პირველი დილით თანამშრომელთა მისვლამდე 9-10 სთ. დროის მონაკვეთებში, დღის ბოლოს 15-16 სთ. დროის მონაკვეთებში და სანიტერული შესვენება იქნება 12-13 სთ. დროს მონაკვეთებში.
  • დასუფთავება უნდა შესრულდეს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით. (პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანები)
  • პროფილაქტიკური დასუფთავების ჩასატარებლად საკმარისია წყლისა და საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების გამოყენება.
  • სადეზინფექციოდ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ქლორის შემცველი საყოფაცხოვრებო ხსნარის განზავებული კონცენტრაცია. ქლორის მინიმალური კონცენტრაცია უნდა იყოს 5000 ppm ან 0.5% (5%-იანი ქლორის შემცველი თხევადი ხსნარის 1:9 განზავების ექვივალენტი).
  • ზედაპირების დასუფთავების მიზნებისათვის მიზანშეწონილია 0,1%-ი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის (ანუ ნეიტრალური სარეცხი საშუალება) გამოყენება (განზავება 1:50 თუ გამოყენებულია საყოფაცხოვრებო მათეთრებელი 5%-იანი კონცენტრაციით).
  • იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის შედეგად, შესაძლოა 60-70%-იანი კონცენტრაციის ეთანოლის, ან სხვა სპირტშემცველი ხსნარების გამოყენება.
  • განსაკუთრებით კარგად უნდა გაიწმინდოს ისეთი ზედაპირები, რომლებთანაც ხშირად ხდება შეხება. (კიბის მოაჯირები, ჩამრთველები, კარ-ფანჯრის სახელურები, ლიფტის ღილაკები).
  • სანიტარულ საათებში განხორციელეს დეზობარიერების დამუშავება/დასველება სადეზინფექიო ხსნარით.
  • დასუფთავების შემდეგ აუცილებელია ობიექტის განიავება.
  • მრავალჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სამუშაოს დამთავრების შემდგომ უნდა იყოს დეზინფიცირებული (მაგ: 0.1%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტი ან 60-70%- იანი ეთანოლი).
  • პროცესის დასრულების შემდეგ აწარმოეთ ხელის ჰიგიენა.

ჰიგიენური ნარჩენების შეგროვების და გატანის წესი

  • ჰიგიენური ნარჩენების შეგროვების და გატანის პროცესი უნდა განხორციელდეს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით. (პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანები)
  • ნაჩენების გატანის პროცესი განხორციელდეს სანიტერული შესვენების დროის მონაკვეთში 12-13 სთ. და დღის ბოლოს 15 -16 სთ. დროს მონაკვეთებში.
  • ნარჩენებისთვის განკუთვნილ თავდახურულ კონტეინერებში მოთავსდეს ერთჯერადი გამოყენების ცელოფნის/ნეილონის პარკი, შემხებლობის შემცირების მიზნით.
  • დახურული კონტეინერებიდან ნარჩენების გატანა განხორციელდეს სანიტერული შესენების პერიოდში და დღის ბოლოს.
  • დახურული კონტეინერის დაცლის დროს მისი შიგთავსი თავსდება პოლიეთილენის 2 (ორი) გამძლე თავმოკრულ პაკეტში და გაიტანება შენობა -ნაგებობის ტერიტორიიდან ,,არასახიფათო“ ნარჩენებთან ერთად.
  • პროცესის დასრულების შემდეგ აწარმოეთ ხელის ჰიგიენა.

საგანგებო სიტუაციის მართვა

  • პირს, რომელსაც გამოუვლინდება რესპირატორული სიმპტომები (ხველა და/ან ცხელება ≥37,0◦C) განთავსდეს დაწესებულების ტერიტორიაზე გამოყოფილ იზოლირებულ ოთახში (ცხელების ოთახი).
  • მოსაცდელი სივრცე განცალკევებულია და აღნიშნულია გამაფრთხილებელი წარწერით სხვა პირთა საყურადღებოდ.
  • აღნიშნულ პირთან უნივერსიტეტის ექიმმა განახორციელოს ტრიაჟი. საეჭვო შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალში გადასაყვანად დაუკავშირდეს 112 -ს.
  • ყოველი ფაქტი აისახოს ინსტრუქტაჟის ჟურნალში.
  • ოთახის გამონთავისუფლების შემდეგ მოხდეს მისი სანიტარულ-ჰიგიენური დამუშავება.

უნივერსიტეტის შენობაში ქცევის წესები

1) დაუშვებელია უნივერსიტეტის შენობაში შესვლა პირბადის გარეშე;

2) უნივერსიტეტის შენობაში შესვლისას დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია;

3) გაიარეთ დეზობარიერი;

4) ჩაიტარეთ თერმოსკრინინგი;

5) დაიმუშავეთ ხელები ანტისეპტიური ხსნარით;

6) შეავსეთ ტემპერატურული სკრინინგის ჟურნალი;

7) უნივერსიტეტის შენობაში გადაადგილების დროს ატარეთ პირბადე და დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია;

8) გამოყენებული პირბადე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა ნარჩენები მოათავსეთ შენობაში განთავსებულ დახურულ ნაგვის ურნაში;

9) ხშირად აწარმოეთ ხელის ჰიგიენა;

10) რესპირატორული სიმტომების გამოვლენის შემთხვევაში, კონსულტაციის გავლის მიზნით მიმართეთ სამედიცინო პუნქტს.

ერთად შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება!