კურსის ღირებულება

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსის ღირებულება შეადგენს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს.


გადახდის ფორმა

გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


გადახდის ვადა

სწავლის წლიური გადასახადის დაფარვა, ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად:

პირველი ნაწილი - სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში (პირველკურსელთა გარდა);
მეორე ნაწილი - მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე;
მესამე ნაწილი - მიმდინარე წლის 15 მარტამდე;
მეოთხე ნაწილი - მიმდინარე წლის 15 მაისამდე.


საბანკო რეკვიზიტები

მიმღები: შპს "გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი"

საიდენტიფიკაციო N: 204555524
ანგარიშის N: GE 92 BR00000 10177482330

მიმღების ბანკი: ბანკი "რესპუბლიკა"
ბანკის კოდი: REPLGE22


სტიპენდია, მისი მიღების წესი და პროცედურა

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სტიპენდია, სახელობითი და ჩვეულებრივი სტიპენდიების მინიჭების წესის თანახმად, ინიშნება სწავლების მეორე წლიდან, სწავლების პირველი წლის შედეგების გათვალისწინებით.

სტუდენტს სტიპენდია ენიჭება 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

სახელობითი და ჩვეულებრივი სტიპენდიების ოდენობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.