სამართლის ფაკულტეტის მისია, მიზნები, ამოცანები

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მისია გამომდინარეობს უნივერსიტეტის მისიიდან და ორიენტირებულია სამართლის სფეროში მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზე. კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოსა და ბოლონიის პროცესის ფუძემდებლური მოთხოვნების გათვალისწინებით ფაკულტეტი უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების მუდმივ განახლებას სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად.

საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ფაკულტეტი შეიმუშავებს სტრატეგიულ გეგმას, ხარისხის მართვისა და კონტროლის მექანიზმებს, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების გზებს. სამართლის ფაკულტეტი აღიარებს სტუდენტებისა და პროფესორ- მასწავლებელთა უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს პერსპექტიული კადრების მოზიდვასა და სამეცნიერო-კვლევებისათვის პირობების შექმნას.

სამართლის ფაკულტეტის მიზანია, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის კომპეტენციებზე დაფუძნებული და სტუდენტებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების შეთავაზება, რომლებიც უზრუნველყოფენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იურიდიული განათლების მიღებას საჯარო და კერძო სამართლის დარგებში; სხვადასხვა სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტებთან პარტნიორული თანამშრომლობის განვითარება; პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება კლინიკებისა და ლაბორატორიის ორგანიზებით; სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის ხელშეწყობა; მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების მოზიდვა; სწავლებისა და სამეცნიერო მუშაობისათვის კომფორტული გარემოს შექმნა.

სამართლის ფაკულტეტის ამოცანებია: სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, სამეცნიერო კვლევების საფუძველზე სახელმძღვანელოების, სალექციო კურსების მომზადება, წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამების/კურსების მომზადება და განხორციელება, ურთიერთგაცვლის პრაქტიკის დანერგვა, მობილობის ხელშეწყობა, კონფერენციებში მონაწილეობა, კანონმდებლობის შესაბამისად აკადემიური პერსონალის არჩევა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფა, საბიბლიოთეკო ფონდის მუდმივი განახლება.