TEMPUS: 158739-TEMPUS-1-2009-1-DE-JPHES WeNeT - “E-learning in Touism”-2009-2012. პროექტი, რომელიც ეხმაურებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიას, მიზნად ისახავდა, მხარი დაეჭირა ზრდასრულთა პროფესიული განათლებისათვის: კერძოდ, იგი მიმართული იყო ისეთი აქტივობების განსახორციელებლად, როგორებიცაა: დაუსაქმებელ ზრდასრულთა გადამზადება; ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების განათლების დონის და კვალიფიკაციის ამაღლება; მცირე ელ.კურსების მომზადება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების, ისევე, როგორც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის. პროექტის ფარგლებში მომზადდა შემდეგი კურსები:

  1. ტუროპერატორის კურსი;
  2. დესტინაციათა მენეჯმენტი;
  3. ტურიზმის და რეკრეაციის მენეჯერი - პროფესიონალური პროფილი;
  4. გიდის პროგრამა;
  5. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
  6. კულტურული ტურიზმი.

TEMPUS: 543681-TEMPUS-1-2013-1-DE- -JPHES – CruiseT - ‘Network of competence centers for the development of Cruise Tourism in the Black Sea Region’-2013-2017;

პროექტში მონაწილეობა მიიღეს გთუნის აკადემიურმა/მოწვეულმა პერსონალმა და სტუდენტებმა. პროექტის ფარგლებში გთუნი-მ მიიღო დაფინანსება სულ: 70.000 ევროს ოდენობით, რაც მოიცავდა პროექტის მონაწილეების სახელფასო და სამივლინებო ხარჯებს (49000 ევრო), სახსრებს წიგნების შეძენის და ბეჭდვისათვის: 4000 ევროს ოდენობით. დაფინანსდა გთუნი-ს აკადემიური პერსონალის 10 სახელმძღვანელოს გამოცემა, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობდა, პროექტის ბიუჯეტით მოხდა საუნივერსიტეტო ტექნიკური აღჭურვილობის განახლება (17000 ევრო).

University collaboration network at the Black Sea – UNIVER-SEA.NET – EU, 2014. პროექტი მიზნად ისახავდა შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის შექმნას; შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტების და პროფესურის მობილობის ხელშეწყობას; საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას; მეზობელი ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის კომუნიკაციის გაზრდას. პროექტში მონაწილოება მიიღეს გთუნი-ს სტუდენტებმა.

VISEGRAD Foundation: 61450035 - V4EaP - “European Integration in Central Europe: the Experience of Visegrad countries“) 2015-2018. პროექტი ითვალისწინებდა 5 კრედიტიანი კურსის შექმნას ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც წარმატებით განხორციელდა, შეიქმნა კურსი: ,,ევროპული ინტეგრაცია ცენტრალურ ევროპაში: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება’’.

ERASMUS+ K 1/107 - Mobility for Learners and Staff-Higher Education Student and Staff Mobility 2016-2017 (Inholland University, The Netherlands). პროექტი მიზნად ისახავდა ლექტორთა და სტუდენტთა გაცვლას ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. პროექტში მონაწილეობა მიიღეს გთუნი-ს აკადემიურმა/მოწვეულმა პერსონალმა და სტუდენტებმა,

ERASMUS+ K 1/107 - Mobility for Learners and Staff-Higher Education Student and Staff Mobility 2018-2019 (Inholland University, The Netherlands). პროექტი მოიცავს გთუნის სტუდენტების ვიზიტს ინჰოლანდის უნივერსიტეტის როტერდამის სკოლაში. პროექტი ითვალისწინებს გთუნი-ს პროფესორების საქმიან ვიზიტს ნიდერლანდებში და ნიდერლანდელი პროფესორების ვიზიტს გთუნი-ში.

ERASMUS+ K 1/107 - Mobility for Learners and Staff-Higher Education Student and Staff Mobility 2018-2019 (Ulster University, UK); პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის გაცვლას ალსტერის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) და გთუნი-ს სამართლის ფაკულტეტეტებს შორის;


ERASMUS+ K 1/107 - Mobility for Learners and Staff-Higher Education Student and Staff Mobility 2020-2023 (University of Pécs, Hungary) - პროექტი ითვალისწინებს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის სტუდენტებისა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის მობილობას.