ბიბლიოთეკით მომსახურება

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ფუნქციონირებს მყუდრო, ნათელი, მოხერხებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი, ბონემენტი და საცავი,

ბიბლიოთეკის ფონდის უმეტესი ნაწილი დაკომპლექტებულია უნივერსიტეტის პროფილის შესაბამისი სასწავლო სახელმძღვანელოებითა და სამეცნიერო ლიტერატურით, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე.

ბიბლიოთეკაში დაცულია სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ლექციების ელექტრონული (CD და DVD) ვერსიები.

ბიბლიოთეკაში არსებობს ორი სახის ანბანური და სისტემატური კატალოგი.

ჯანდაცვა

გურამ თვართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში არსებული სამედიცინო სამსახური ზრუნავს თითოეული სტუდენტის ჯანმრთელობაზე. გამოცდილი ექიმი, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, მზად არის, პირველადი დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულს.

სამედიცინო კაბინეტი უზრუნველყოფილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი მედიკამენტით.

უსაფრთხოების სამსახური

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ყველა პირობაა სტუდენტებისათვის უსაფრთხო გარემოს, სასწავლო პირობებისა და მეგობრული ატმოსფეროს შესაქმნელად.

უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს თითოეული სტუდენტის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი ურთიერთობების დამკვიდრების თაობაზე.

უნივერსიტეტის შემოსაზღვრული ტერიტორია, უნივერსიტეტის კედლებში გამეფებული მყუდრო გარემო და საგანგებოდ დაცული ავტოსადგომი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ყოველდღიური აქტივობის შედეგია.

სტუდენტური სასადილო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში მთელი დღის მანძილზე ფუნქციონირებს სტუდენტური სასადილო. ცხელი თუ ცივი კერძების, ფუნთუშეულის, ნამცხვრებისა და ნატურალური წვენების ღირებულება ნებისმიერი სტუდენტისათვის ხელმისაწვდომია.

სტუდენტთა ჯანმრთელ კვებაზე ზრუნვა სტუდენტური სასადილოს თითოეული თანამშრომლის პრესტიჟის საქმეა.

კომპიუტერული ცენტრი

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში, სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად შეასრულოს პრაქტიკული დავალებები.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ თანამედროვე ინოვაციური ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევებს, შეისწავლონ და შეძლონ მათი გამოყენება მომავალი საქმიანობის სფეროში.

სასწავლო პროცესში დანერგილი კომპიუტერული პროგრამები „ბანკი 2000“, “ArcGis”, “ორისი“, “MS Project” და სხვა სტუდენტებს ეხმარება თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში.

უნივერსიტეტში დანერგილია სწავლების მართვის სისტემა - LMS Moodle. ამ სისტემაში შექმნილი ელქტრონული სასწავლო კურსები აქტიურად გამოიყენება სწავლების ტრადიციული ფორმების პარალელურად.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ელექტრონული ტესტირების საგამოცდო ცენტრი, სადაც LMS Moodle-ს ტესტირების მოდულის გამოყენებით სტუდენტების ცოდნის დონის შეფასება ხდება როგორც შუალედურ, ასევე დასკვნით გამოცდებზე.