ოცი საუკეთსო სტუდენტიდან რვა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი აღმოჩნდა.
კურსდამთავრებულები და მეგობრები

მერაბ გაბუნია
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
ახალი ამბები
სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა დასრულდა
2011 წლის 30 დეკემბერს საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა Holiday Inn–ში სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის გამარჯვებულთ უმასპინძლეს.
2011 წლის საერთაშორისო სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადაში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
უნივერსიტეტის 44 სტუდენტური გუნდის 113 სტუდენტი გავიდა, საბოლოო შედეგების მიხედვით, ოცი საუკეთესო სტუდენტი შეირჩა, რომლებსაც სერტიფიკატები გადაეცათ. ოცი საუკეთესო სტუდენტიდან რვა სტუდენტმა კი ღირსეულად წარმოაჩინა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.