ბიბლიოთეკით მომსახურება

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მრავალრიცხოვანი წიგნადი ფონდია.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ანბანური და სისტემატური კატალოგები და ელექტრონული საძიებო სისტემა - OpenBiblio.

ყოველწლიურად ხდება საბიბლიოთეკო ფონდის შევსება.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თანამშრომლობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოქმედ სხვადასხვა ფონდებთან და გამომცემლობებთან: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ასევე კერძო პირებთან და სხვა.

კომპიუტერულ სისტემა „კოდექსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მკითხველს შეუძლია ონლაინ რეჟიმში გაეცნოს კანონსა თუ კოდექსში შეტანილ უახლეს ცვლილებებს.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმებული აქვს: თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან, საქართველოს უნივერსიტეტთან, შავი ზღვის უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან და ცენტრალურ საქალაქო ბიბლიოთეკასთან. ასეთი სახის მემორანდუმები საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის სტუდენტებსა თუ აკადემიურ პერსონალს ისარგებლონ პარტნიორთა ფონდებში არსებული ლიტერატურით.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მონაწილეობს პროექტში „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის“ (eIFL).