განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება კონკურსი შიდა საგრანტო სამეცნიერო პროექტზე

28 ივლისი 2022

შპს ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი”

მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი შიდა საგრანტო პროექტ

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შიდა საგრანტო პროექტზე სახელწოდებით

COVID19-ის გავლენა თანამედროვე მსოფლიოზე

2. მიზნობრივი პროექტი არ გულისხმობს აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემით განსაზღვრულ, ყოველწლიურ სავალდებულო სამეცნიერო აქტივობებს და ხორციელდება საუნივერსიტეტო სამეცნიერო პოტენციალის ინტენსიფიკაციის მიზნით;

3. მიზნობრივი პროექტის დაფინანსება მოხდება სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან საგრანტო კონკურსის საფუძველზე.

4. შიდა საგრანტო კონკურსის მიზანია:

  • კვლევის, ნოვაციებისა და კრეატიულობის წახალისება და მხარდაჭერა;
  • თანამედროვე მაღალი სტანდარტების დარგობრივი ან/და ინტერდისციპლინურიკვლევების განხორციელება და შედეგებისგავრცელება;
  • სასწავავლო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა, აგრეთვე სტუდენტთა მოტივირებისა და სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში პუბლიკაციების რაოდენობის ზრდა.

5. შიდა საგრანტო პროექტში მონაწილე პერსონალმა უნდა წარმოადგინოს დანართი 1-ში მითითებული დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია ბეჭდური და ელექტრონული სახით წარმოდგენილი უნდა იქნას სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში.

6. შიდა საგრანტო კონკურსი ცხადდება 2022 წლის 10 სექტემბრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

7. შიდა საგრანტო პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 5 000 ლარს.

8. მიზნობრივი პროექტების განხორციელების ვადები განისაზღვრება პროექტის შინაარსიდან გამომდინარე.

დანართი 1

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს:

9. საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდგომ, დოკუმენტაცია გადაეცემა შესაბამისი მიმართულების საკონკურსოკომისიას;

10. კონკურსის ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება განხილვას არ ექვემდებარება.

11. პროექტის ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება: პროექტის ხელმძღვანელით, ძირითადი პერსონალით, დამხმარე პერსონალით, სტუდენტით; პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, გთუნისთან აფილირებული პირი, რომელიც უხელმძღვანელებს პროექტის მომზადებას და განხორციელებას; პასუხისმგებელი იქნება პროექტის სამეცნიეროშედეგებზე; პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე; პროექტის ეფექტიან მართვაზე; ძირითადი პერსონალი, როგორც წესი, უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ძირითად პერსონალს შეიძლება წარმოადგენდეს გთუნისთან არააფილირებული პირი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი); დამხმარე პერსონალი უნდა იყოს სასწავლო უნივერსიტეტში დასაქმებული პირი;

12. მიზნობრივ პროექტში უნდა მონაწილეობდეს არანაკლებ 2 სტუდენტისა, რომელთა ფუნქციებს განსაზღვრავს ხელმძღვანელი;

13. პროექტში შესაძლებელია მოხდეს შემსრულებელთა შეცვლა/ჩანაცვლება, რის შედეგადაც მოხდება პროექტის ახალ მონაწილესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. მუხლი

14. გადაწყვეტილებას პროექტის შერჩევის შესახებ იღებს რექტორის ბრძანების საფუძველზეშექმნილი კომისია; კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრით; კომისიებიიქმნება მიმართულებების მიხედვით; კომისიის შემადგენლობაში არშეიძლება შედიოდეს პირი: რომელიც არის კონკურსის მონაწილე; რომლის მონაწილეობა იწვევს/გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს.

15. შიდა საგრანტო პროექტს გარე ექსპერტიზას გაუკეთებს როგორც ადგილობრივ გარე ექსპერტი, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტიდან საერთაშორისო ექსპერტი.

16. კომისია წარმოდგენილ პროექტებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • კვლევის აქტუალობა და სიახლე;
  • რამდენად მკაფიოდ არის აღწერილი პროექტის მიზნები;
  • განსახორციელებელი ამოცანები, მოსალოდნელი შედეგები და მდგრადობა;
  • რამდენად უზრუნველყოფს პროექტში ჩართული პერსონალის პროფესიული კვალიფიკაცია პროექტით დასახული კვლევის ეფექტიანად წარმართვას;
  • რამდენად ოპტიმალურად არის პროექტში დაგეგმილი დრო, ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსების გამოყენება;

17. კომისია უფლებამოსილია გამარჯვებული პროექტის გამოვლენამდე, სხდომაზე მოიწვიოს ხელმძღვანელი პროექტის პრეზენტაციისა და კომისიის წევრების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, ასევე განუსაზღვროს მას ვადა ტექნიკური ხარვეზის (მაგ: ბიუჯეტის გამოთვლით ნაწილში ან სხვა) აღმოსაფხვრელად;

18. გადაწყვეტილება პროექტის (პროექტების) შერჩევის შესახებ მიიღება ღია კენჭისყრისგზით.ყოველ პროექტს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად; გამარჯვებულად გამოცხადდება ის პროექტი, რომელიც დააგროვებს კომისიის წევრების ხმების უმრავლესობას;

19. კომისია ვალდებულია საკონკურსო მასალების მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს პროექტი და შეიმუშაოს არგუმენტირებული დასკვნა მისი დაფინანსების ან/და დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ხოლო მომდევნო 2 სამუშაო დღის ვადაში დასკვნა დასამტკიცებლად წარუდგინოს ფინანსურ დირექტორს;

20. სასწვლო უნივერსიტეტის კანცლერი უფლებამოსილია დაამტკიცოს საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოწონებული პროექტის დაფინანსების შესახებ ან დასაბუთებული დადგენილებით არ დაამტკიცოს ის;

21. მიზნობრივ პროექტში მონაწილეობის ხელშეკრულება ფორმდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად.

22. კომისიაში მონაწილეობისათვის გარედან მოწვეული პირის მიერ გაწეული სამუშაო ანაზღაურებადია, რაც განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

პროექტის ადმინისტრირება ხორციელდება გთუნის კვლევების ხელშეყობის ცენტრის მიერ, რაც გულისხმობს შემდეგი სახის პროცედურებს:

  • მიზნობრივი პროექტების კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების ორგანიზება;
  • გამარჯვებული პროექტის პერსონალთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება;
  • მიზნობრივი პროექტის მიმდინარეობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • პროექტის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში კოლექტიური მონოგრაფიის, ან/და პროექტის სამუშაო ჯგუფის მიერ საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში შესაბამისი სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენის ხელშეწყობა, ან/და სხვა დაგეგმილი შედეგის განხორციელების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • პროექტების შუალედური და საბოლოო შედეგების შესახებ ანგარიშების თავმოყრადაწარდგენა;

23. პროექტის დაფინანსება განხორციელდება ტრანშებად, პროპორციული პრინციპით - პირველი ტრანში არაუმეტეს 30%-ისა, მეორე ტრანში - არაუმეტეს 40%-ისა პროექტის პირველი ნაწილის ფინანსური და პროგრამული ანგარიშის წარდგენისა და დადებითიშეფასებისსაფუძველზე, მესამე ტრანში - არაუმეტეს 30%-ისა პროექტის წარმატებითდასრულებისშემდგომ.

24. პროექტის პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 40%-ს; 3. პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება რჩება სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებაში.

25. ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ხორციელდება პროექტების მონიტორინგი, რომელსაც ახორციელებს უნივერსიტეტის კანცლერი და ფინანსური სამსახური, რომელთაც პროექტის ხელმძღვანელი წარუდგენს შუალედურ და დასკვნით ანგარიშებს.

26. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ:

  • პროექტის ფარგლებში გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ანშეწყვეტილი;
  • პროექტის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი იქნება პროექტში განხორციელებელიკვლევისადა მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ანგარიში.

27. მიზნობრივი პროექტი, როგორც წესი, ხორციელდება ერთი კალენდარული წლის ფარგლებში, რომელიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს იმავე წლის 15 დეკემბრისა;

28. პროექტის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია პროექტის გახანგრძლივება და სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში (დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში) ცვლილების განხორციელება.

29. პროექტის სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილების შესახებგამოიცემარექტორის ბრძანება, რომელიც ვიზირებულია ფინანსური მენეჯერის მიერ.

პროექტების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტებია:

  1. განცხადება;
  2. პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებთ;
  3. მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განაცხადი;
  4. მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის აღწერა;
  5. პროექტის განხორციელების გრაფიკი;
  6. პროექტის ბიუჯეტი;

ბიუჯეტის განმარტებები ხელფასები – პროექტში დაკავებულ პირთა დარიცხული ხელფასები. ბიუჯეტში უნდა აღინიშნოს მათი თანამდებობები და ხელფასის წილი. ბიუჯეტის ამ კატეგორიაში არ უნდა შევიდეს მომსახურების ანაზღაურება, ჰონორარი, დროებით დაქირავებით მომუშავე პირთა ანაზღაურება და სხვ. საკანცელარიო საქონელი – ქაღალდი, კალამი, საქაღალდე, კარტრიჯი, კომპიუტერის დისკიდასხვასაქონელი, რომლებიც პროექტის მიზნებისათვის იქნება გამოყენებული. ტექნიკა – პროექტისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა. ცალკე უნდა გამოიყოს თითოეული დასახელებისსაქონელი და ფასი. კომუნიკაცია და საფოსტო მომსახურება – ტელეფონის, ფაქსის, ელ. ფოსტის და ინტერნეტისხარჯები.საფოსტო მომსახურებაში შედის კურიერის მომსახურება, მარკები, საფოსტო გზავნილების ხარჯები. მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯები – პროექტთან დაკავშირებული ადგილობრივი ტრანსპორტირებისა და სამივლინებო ხარჯები. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები – ნებისმიერი სხვა პირდაპირი ხარჯი, რომელიც არ შედის ბიუჯეტის კატეგორიების ჩამონათვალში. მაგალითად, ბეჭდვის ხარჯები, ტრენინგის ხარჯები, შეხვედრებისა და კონფერენციების ხარჯები (მასალები,სადილისადა ყავითშესვენების ხარჯები);პროექტთანდაკავშირებული ხარჯები და/ან საბანკო მომსახურების საკომისიო. არ მიიღება ბიუჯეტის ისეთი კატეგორიები, როგორიცაა:”სხვადასხვა”და ”გაუთვალისწინებელიხარჯები”. ყველახარჯიუნდაიყოსდეტალურადაღწერილი.

  1. მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტში მონაწილეობაზე თანხმობის წერილი
  2. პროექტის შუალედური მონიტორინგის ანგარიში;

პროექტის წარმოდგენის ვადაა 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე,

მისამართზე: 0101, თბილისი, სამღერეთის . 5,

ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა ან სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: info@gttu.edu.ge