ახალი ამბები

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს GINO PARADISE სახელობითი სტიპენდიები გადაეცათ

22 მარტი 2017

2017 წლის 21 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სწავლების საფეხურის დამამთავრებელი კურსის წარჩინებულ სტუდენტებს ნუცა ჩხეიძესა (სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება) და მერი მაჭარაშვილს(სპეციალობა: ტურიზმი) „ჯინო ფერედაისის“ დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ მრავალფუნქციური აკვა პარკის „ჯინო პერედაისის“ სახელობითი სტიპენდიები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

ზემოთხსენებულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტში მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად წარმატებით გაიარეს „ჯინო ფერედაისის“ ორეტაპიანი საკონკურსო ტური და საუკეთესო შედეგებიც აჩვენეს.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და „ჯინო ფერედაისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას გასულ წელს მოეწერა ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობას, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, პროფესიული სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების ჩატარებას და ა. შ.