ტრენინგისა და კონსალტინგის ცენტრი

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის

სასწავლო უნივერსიტეტი

ტრენინგისა და კონსალტინგის ცენტრი

ჩვენ შესახებ:

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისისსასწავლო უნივერსიტეტის ტრენინგისა და კონსალტინგის ცენტრი (GTUNI TCC) შეიქმნა 2016 წელს, ევროკავშირის პროექტის -„კომპეტენციის ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის შავი ზღვის რეგიონში“ („Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region“ :Project No.543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES-CruiseT) ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფით.

ტრენინგ ცენტრი თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, აგრეთვე გერმანიის, სლოვაკეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და უკრაინის უნივერსიტეტებთან.

რას გთავაზობთ:

GTUNI TCC გთავაზობთ ტემპუსის პროექტის ფარგლებში მომზადებულ, თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებზე დაფუძნებულ სასერტიფიკატო კურსებს. უახლეს ინფორმაციასა და ტენდენციებზე დაფუძნებული კურსები ხელს შეუწყობს პრაქტიკული ხასიათის უნარ-ჩვევებისა და სპეციფიკური საკითხების ცოდნის გაღრმავებას, საბოლოოდ კი მუშაობის ხარისხისა და ეფექტიანობის სწრაფ გაუმჯობესებას.

ეს კურსებია:

  1. მდგრადი ტურისტული დესტინაციის მენეჯმენტი

  2. კულტურათა შორის კომუნიკაციები ბიზნეს მოლაპარაკებებში

  3. გიდის სტანდარტები

  4. სოციალური მედია და ინტერნეტ ტექნოლოგიები ტურიზმში

  5. ორგანიზაციული განვითარება

  6. ცვლილებების მენეჯმენტი

  7. უცხო ენა (ინგლისური) – A1

  8. უცხო ენა (ინგლისური) A2

  9. უცხო ენა (ინგლისური) B1.1

  10. უცხო ენა (ინგლისური) B1.2

  11. უცხო ენა (ინგლისური) B2.1

  12. უცხო ენა (ინგლისური) B2.2

  13. მდგრადი ტურისტული დესტინაციის მენეჯმენტი (ინგლისურ ენაზე)

  14. კროს კულტურული ბიზნეს კომუნიკაციები (ინგლისურ ენაზე)

  15. თანამედროვე მედია და საზოგადოება (ინგლისურ ენაზე)

  16. თანამედროვე მენეჯმენტი

  17. პრაქტიკული მარკეტინგი

  18. უძრავი ქონების შეფასება

  19. ოპერატორის ხელოვნება და ელექტრონული მედიის მონტაჟი

  20. ფოტოხელოვნების სკოლა

  21. ანტიკრიზისული მართვა

  22. კომპიუტერული უნარები

  23. პრაქტიკული მენეჯმენტი - სტარტაპერი

  24. საოფისე კომპიუტერული პროგრამები

  25. ცვლილებების მართვა

ტრენინგის ტიპი:

ტრენინგის ტიპი მოქნილია და ტარდება:

  • ადგილზე -გთსთსუს ტრენინგისა და კონსალტინგის ცენტრში;
  • ადგილზე - კომპანიაში.

ხანგრძლივობა და ფორმატი

52 საათი (ორი კვირა) და/ან 25 საათი (ერთი კვირა);

4 სთ მეცადინეობა (შესვენებით)

ტრენინგ-სესიის სტრუქტურა:

  • თეორიული მასალის გადაცება/ პრეზენტაცია (1 საათი)
  • პრეზენტაციაზე განხილული მასალების ადაპტაცია პრაქტიკულ ამოცანებში და მათზე დამოუკიდებელი მუშაობა (2 საათი)
  • შესრულებული ამოცანის პრეზენტაცია და უკუკავშირი (1 საათი)

ვინ შეიძლება დაესწროს

კურსები რეკომენდებულია:

  • ტურისტული სააგენტოებისა და ტურისტული ოპერატორების წარმომადგენელთათვის;
  • ტურისტული ცენტრების წარმომადგენელთათვის;
  • დესტინაციის ტურიზმის პოლიტიკისა და სტატეგიის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირთათვის;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთათვის;
  • გიდებისთვის;
  • აკადემიური წრეების წარმომადგენელთათვის;
  • სტუდენტთათვის

ტრენინგების მონაწილეები მიიღებენ:

  1. სატრენინგო მასალებს (პრეზენტაციის კრებულებს, სავარჯიშო მასალებს)
  2. სატრენინგო მასალებსა და სახელმძღვანელოებს ელექტრონულად (CD დისკი)
  3. ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობაა 10-15;

კურსის ღირებულება: ერთკვირიანი -150 ლარი; ორკვირიანი 300 ლარი. სტუდენტები მიიღებენ 30%-იან ფასდაკლებას.

ეგისტრაციის დასრულება: რეგისტრაცია მუდმივად გაგრძელდება.

ტრენინგის დაწყება: ტრენინგი დაიწყება ჯგუფის შედგენისთანავე.

ტრენინგის მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.

ატარების ადგილი: გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტრენინგისა და კონსალტინგის ცენტრი

მისმართ: თბილისი, სამღერეთის ქუჩა 5 (ნაძალადევის რ-ნი);

დამკვეთ კომპანიაში ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში მისამართი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

ჩვენი საკონტაქტო მეილია : info@giu.edu.ge