განცხადებები და ანონსები

ინფორმაცია მაგისტრატურის პროგრამებზე მიღების, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის, საგამოცდო საკითხებისა და გამოცდების ვადების თაობაზე

19 ივლისი 2017

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურის საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • საბანკო საქმე;
  • რეკრეაციული ტურიზმი;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა (IMBA);
  • კერძო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • მასობრივი კომუნიკაცია.


ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

სამართლის ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა

წარმოადგინონ:

  • პირადი განცხადება რექტორის სახელზე (სამაგისტრი პროგრამის მითითებით);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
  • ოთხი ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2017 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ. სამართლის ფაკულტეტისათვის სავალდებულოა ნიშნების ფურცელი);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი;
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების მიღება იწარმოებს:

  • ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი - 2017 წლის 4 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); ჩარიცხვა: 29 .09.2017 წ.
  • სამართლის ფაკულტეტი - 2017 წლის 30 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); ჩარიცხვა: 28 .09.2017 წ.
  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2017 წლის 30 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); ჩარიცხვა: 30 .09.2017 წ.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ტელ: 2 66 15 12; 2 24 65 90; 2 66 23 41

ელ. ფოსტა: info@gttu.edu.ge

ვებ გვერდი: www.gttu.edu.ge