განცხადებები და ანონსები

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

21 ივლისი 2020

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2020-2021 სასწავლო წლის მაგისტრატურის სწავლების საფეხურის შემდეგ სპეციალობებზე:

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • საბანკო საქმე;
  • მასობრივი კომუნიკაცია.

სამართლის ფაკულტეტი

  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი.

ინფორმაცია მაგისტრატურის საფეხურზე გამოცდების თარიღების, ფორმისა და საგამოცდო საკითხების თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ გვერდის შემდეგ ლინკებზე:

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

სამართლის ფაკულტეტი



მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება გთუნის რექტორის სახელზე;
  • ფერადი ფოტოსურათი (3x4) ამობეჭდილი, (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი დედანთან ერთად;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის(პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ....