განცხადებები და ანონსები

დარეგისტრირდი GIU-ს სამაგისტრო პროგრამებზე

18 ივლისი 2023

დარეგისტრირდი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის(ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი) სამაგისტრო პროგრამებზე და ისარგებლე უპრეცედენტო ფინანსური შეთავაზებით.

ისწავლე შენთვის სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე:

  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი;
  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • მასობრივი კომუნიკაცია;
  • საბანკო საქმე.


საგამოცდო საკითხები:


სამართლის ფაკულტეტი

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი


მაგისტრანტობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება რექტორის სახელზე (განცხადების ნიმუში)
  • ფერადი ფოტოსურათი (3x4) ამობეჭდილი, (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის(პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების მიღების ვადა: 01 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

საპრეტენზიო განცხადებების მიღება: 26, 27 და 28 სექტემბერი.

საბოლოო შედეგების გამოცხადება: 29 სექტემბერი.



ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა


ფორმის შესავსებად აუცილებელია:

1: მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!

2: ფორმის შესავსებამდე შედით თქვენს მეილზე

3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განცხადების ნიმუში.