დღეს, 2020 წლის 16 იანვარს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტის (სუპერვაიზერი) მაკო გაგნიძის ვორქშოფი სახელწოდებით: „აუტიზმის სპექტრის აშლილობა და თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში“ ჩატარდა.
ვორქშოპზე განხილულ იქნა ისეთი თემები როგორიცაა:
- აუტიზმის სპექტრის აშლილობა;
 - რისკ-ფაქტორები, სტატისტიკა და სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები;
 - აუტიზმის სპექტრის აშლილობის, მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, კომპეტენცია და ფუნქცია, დიაგნოსტიკური შეფასება;
 - აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა განვითარების თავისებურებანი;
 - პრენატალური განვითარება;
 - ,,წითელი დროშები”;
 - აუტიზმის სპექტრის აშლილობა და თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში(დიაგნოსტიკა, რეაბილიტაცია, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი);
 - ABA თერაპია;
 - პრაქტიკული სამუშაო/ქეისების განხილვა.
 
სტუდენტებთან შეხვედრა საინტერესოდ და ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.





