ახალი ამბები

ვებინარი: დაუნის სინდრომი და 21-ე საუკუნე

17 მაისი 2022

დღეს, 2022 წლის 17 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინარი ,,დაუნის სინდრომი და 21- საუკუნე.

ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი: დარინა დუმბაძე - კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი; რეაბილიტაციის ცენტრ ,,ფანშეტის” ადრეული განვითარების და აუტიზმის პროგრამების ხელმძღვანელი; კლუბი სინერგია - ფსიქოლოგი; საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია - აჭარის ფილიალის ხელმღვანელი.

სპიკერმა ისაუბრა ისეთ საინტერესო და აქტუალურ თემებზე როგორიცაა:

  • რა არის დაუნის სინდრომი;
  • რა გამოწვევების წინაშე დგანან დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები;
  • მიდგომები დაუნის სინდრომის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან;
  • ოჯახის როლი და მხარდაჭერა;
  • სერვისები.

ვებინარის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.