ახალი ამბები

უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

7 სექტემბერი 2015

2015 წლის 7 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ფოიეში პირველკურსელებს უნივერსიტეტის სტუდენტები დახვდნენ, უნივერსიტეტის აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა დაათვალიერებინეს.

ამის შემდეგ პირველკურსელები საზეიმოდ მოწყობილ ეზოში მიიპატიჟეს, სადაც მათ უნივერსიტეტის პროფესურა და მოწვეული სტუმრები ელოდნენ.

პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ.

საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ პირველკურსელებმა სასწავლო აუდიტორიებს მიაშურეს.