ახალი ამბები

ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები ახალციხეში გამართულ პურის ფესტივალს სტუმრობდნენ

24 ოქტომბერი 2021

გუშინ, 23 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში, ,,პურის ფესტივალი“ ჩატარდა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ტრადიციული და ადგილობრივი პროდუქტების, მათ შორის, ადგილობრივი პურისა და ხორბლის პოპულარიზაციას, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობას და იქაური მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისებას.

,,პურის ფესტივალს“ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებიც სტუმრობდნენ.

მსგავსი ხასიათის ღონისძიებებში სტუდენტების მონაწილეობა აგროტურიზმის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გაღრმავების შესანიშნავი მაგალითია. სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც ტურიზმის სფეროში მოქმედი კერძო სექტორის, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ცნობადობის გაზრდისა და განვითარების საქმეში.

ფესტივალი ჩატარდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD); ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ახალციხის ციხის მხარდაჭერით.


იხილეთ ფოტოგალერეა...