ახალი ამბები

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

31 მარტი 2023

2023 წლის 30 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეების ჩართულობით და ორგანიზებით, განხორციელდება ერთობლივი კონფერენციები, საგანმანათლებლო ღონისძიებები და მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტები.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს GTUNI-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა თემურ ჩილაჩავამ.