კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

უნივერსიტეტმა სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

25 სექტემბერი 2013

2013 წლის 24 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობისა და ღვაწლის შესახებ ისაუბრეს პროფესორმა დალი ჩიკვილაძემ და ნიკო ნიკოლაზის სახლმუზეუმის დირექტორმა ლია ბიბილეიშვილმა.

კონფერენციაზე ოთხი სექცია იყო წარმოდგენილი: ჟურნალისტიკა, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესი, საზოგადოებრივი მეცნიერებები.

სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულის პრეზენტაცია, ხოლო უნივერსიტეტის ფოიეში
- ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.

25 სექტემბერს კონფერენციის მონაწილეები ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის საზოგადოებას შეხვდებიან.

სამეცნიერო კონფერენციის დახურვა ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში (დიდი ჯიხაიში) შედგება.