კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ფარმსახლი,  კომერციული დირექტორი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTUNI   ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ  ამ უნივერსიტეტის  სახელი.

ახალი ამბები

სტუდენტური პირველობა მინი ფეხბურთში

8 მაისი 2011

ს.ს. „ქართული ფოლადის“ ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებს შორის მინი ფეხბურთში სტუდენტური პირველობა ტარდება.

ტურნირის მიზანია: სტუდენტური ფეხბურთის განვითარება და პოპულარიზაცია; ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა - ჯანმრთელი თაობის აღზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელების გამოვლენა და წახალისება.

ტურნირში ათი უმაღლესი სასწავლებლის საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს და დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად.  თითოეული ჯგუფიდან, ნახევარფინალში, ორ-ორი გუნდი გადის და საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაშიც ისინი შეეცილებიან ერთმანეთს.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი „B“ ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები არიან კავკასიის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის, საქართველოს ტექნიკური და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების საფეხბურთო გუნდები.

პირველი შეხვედრა, რომელიც 2011 წლის 2 მაისს გთსუ-ის საფეხბურთო გუნდმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდთან გამართა და დამარცხდა ანგარიშით 2:4; მეორე შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის თანატოლებთან გთსუ-ის საფეხბურთო გუნდის წევრებისათვის წარმატებული აღმოჩნდა და მატჩი მათი გამარჯვებით 2:1 დასრულდა.  

2011 წლის 29 მაისს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.