ახალი ამბები

შეხვედრა GTUNI-ს სტუდენტებთან

16 მაისი 2023

2023 წლის 16 მაისს, GTUNI-ს სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ორი შეხვედრა;

პირველი შეხვედრა: ,,სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა".

მომხსენებელი: გვანცა სისოშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესყიდვების მენეჯერი.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • ზოგადი სტატისტიკური მაჩვენებლების მიმოხილვა სახელმწიფო შესყიდვებში;
  • ტენდერი, როგორც სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალება;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის გაცნობა და სისტემაში მუშაობის სპეციფიკა შესყიდვების მენეჯერებისთვის;
  • კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხი და კონკურენცია სახელმწიფო შესყიდვებში;
  • სატენდერო პროცედურების მართვის პრაქტიკა, თანმდევი რისკები, თავისებურებები და გაუმჯობესების გზები;
  • ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გავლენა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებებზე;
  • რჩევები და რეკომენდაციები სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებული პირებისთვის.

მეორე შეხვედრა: ,,ბრენდ-მენეჯმენტი და გადაწყვეტილების მიღება ავტონაწილების ბიზნესში".

მომხსენებელი: კონსტანტინე ფაცაცია - TAI (Tegeta Automotive Imports) დირექტორი, ბიზნეს ინჟინერინგის მაგისტრი.

სპიკერმა შეხვედრაზე ისაუბრა ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:

  • ავტონაწილების ბაზრის მიმოხილვა საქართველოში;
  • სეგმენტზე მორგებული ბრენდების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
  • მომგებიანობის ანალიზი და KPI-ების განსაზღვრა;
  • მარაგების კონტროლი და შეკვეთების მართვისას მისაღები გადაწყვეტილებები;
  • იმპორტირების თანმდევი რისკების მართვა;
  • ავტონაწილების ბიზნესის განვითარების მიმართულებები საქართველოში.