კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

სერტიფიკატი - დამთვალიერებლებთან ეფექტური კომუნიკაციისათვის

17 თებერვალი 2014
2014 წლის 14-15 თებერვალს „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზი უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების განათლების მეოთხე საერთაშორისო გამოფენის მონაწილეებს მასპინძლობდა.
საერთაშორისო გამოფენაში ოთხმოცზე მეტმა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
მიმდინარე წელს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა მეოთხეჯერ მიიღო მონაწილეობა ასეთი რანგის საერთაშორისო ფორუმში და გამოფენის დამთვალიერებლებს უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე სიახლეები შესთავაზა.
კერძოდ: ტრადიციული სპეციალობების გარდა, წელს აბიტურიენტებს ბაკალავრიატის საფეხურზე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის სპეციალობის განხრით შეეძლებათ ჩაბარება, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე - ინგლისელ კოლეგებთან ერთობლივად შემუშავებულ საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას სთავაზობს.

საერთაშორისო ფორუმის დასასრულს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გამოფენის დამთვალიერებლებთან ეფექტური ურთიერთობებისათვის სერტიფიკატი გადაეცათ.