ახალი ამბები

ვიზიტი შეერთებულ შტატებში და საქმიანი შეხვედრები კოლეგებთან

10 აგვისტო 2022

აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, ,,მედია განათლების“ პროგრამის ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საგანამანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე ვეკუა აშშ იმყოფება.

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გარდა პროგრამის მონაწილენი არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამების ხელმძღვანელები და პროფესურა.

მედიისა და ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამების ქართველ წარმომადგენლებს მასპინძლობას უწევენ ილინოისის (ქ. ნორმალი), ჩიკაგოს, დეპოლის, ლოიოლას, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტების მედია-ჟურნალიტიკის სკოლების, კოლუმბიის კოლეჯისა და გაზეთ ,,Chicago Sun-Times“-ის კვალიფიციური სპეციალისტები.

ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრების თემატიკაა: საგანმანათლებლო პროგრამების, კურიკულუმებისა და სასწავლო კურსების შექმნა და მოდერნიზირება, სწავლების მეთოდიკა, სტუდიური მუშაობა, ტექნიკური აღჭურვა და ციფრული მედიის თანამედროვე გამოწვევები.

საპასუხო ვიზიტი მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.