ახალი ამბები

საქმიანი ვიზიტი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები

12 თებერვალი 2018

2018 წლის 4 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით Erasmus+KA107 მობილობის პროექტის ფარგლებში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები ინგა დიაკონიძე და ნიკოლოზ ფიცხელაური საქმიანი ვიზიტით პარტნიორ ინჰოლანდის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) იმყოფებოდნენ.

გთუნი-ს პროფესორებმა ინჰოლანდის უნივერსიტეტის ორ სხვადასხვა - ჰაარლემისა და როტერდამის სკოლებში უცხოელი სტუდენტებისათვის ჩაატარეს მასტერკლასები.

მასტერკლასების თემატიკა იყო:

  1. ,,საქართველო, კულტურული იდენტურობა და ევროინტეგრაცია (პროფ. ინგა დიაკონიძე);
  2. ,,საერთაშორისო დავის გადაჭრის ალტერნატიული გზები (პროფ.ნიკოლოზ ფიცხელაური).

ქართველმა პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ინჰოლანდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულშიც.

ნიდერლანდელ პარტნიორებთან გაიმართულ საქმიან შეხვედრებზე დაისახა ინჰოლანდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის კონკრეტული სამომავლო გეგმები:

  1. თანამშრომლობის გაგრძელება Erasmus+ პროექტის ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის, სამართლის და ტურიზმის სფეროში. გაიზარდა თანამშრომლობის არეალი. პროექტში აქტიურად ჩაერთო ჰაარლემის ტურიზმის სკოლა;
  2. 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ჰაარლემის ტურიზმის სკოლის 20-30 სტუდენტს და 2 პროფესორს. ვიზიტის მიზანია ერთობლივი პრაქტიკული სამუშაოების და კვლევის განხორციელება სათავგადასავლო ტურიზმის ეგიდით. ვიზიტის ხანგრძლივობაა 1 კვირა. პრაქტიკულ სამუშაოებსა და კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ გთუნის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები; ერთობლივი პრაქტიკა, კვლევა:
  3. თანამშრომლობა სამართლის სფეროში: გავწევრიანდით პროექტის “Freedom, Security and Justice- Crossing Borders” (FSJ-CB) კონსორციუმში პეჩის (უნგრეთი), ალსტერის (ბელფასტი), კარლოსის (მადრიდი, ესპანეთი) უნივერსიტეტებთან და ვილნიუსის სამხედრო აკადემიასთან (ლიტვა) ერთად. პროექტი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევის წარმოებას ორგანიზებული დანაშაულის სფეროში. კვლევაში ლექტორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სამართლის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებიც.