ახალი ამბები

მადლობის წერილი ფესტივალის ფარგლებში გაწეული აქტივობისათვის

10 ოქტომბერი 2018

2018 წლის 27 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა, „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018“ ფარგლებში, ნიკო ნიკოლაძის 175-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.

მსგავსი ხასიათის სამეცნიერო ფორუმები, დისკუსიები, შეხვედრები შესანიშნავი საშუალება ახალგაზრდებისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდისა და საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის საქმეში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მადლობის წერილით აღნიშნა ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი მომავალშიც არაერთი საინტერესო თუ ინოვაციური პროექტების ორგანიზატორი და თანამონაწილე იქნება.