ახალი ამბები

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა ელექტრონული ბაზების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგის მონაწილეებს უმასპინძლა

12 აპრილი 2017

2017 წლის 11 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში კომპანია Innovative Systems Management კომპანია EBSCO-თან ერთად EBSCO Package-ის ელექტრონული ბაზების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის მიზანი იყო მომხმარებლისათვის EBSCO Package-ში გაერთიანებული ელექტრონული ბაზების გაცნობა, გამოწერა და პრაქტიკული გამოყენების შესწავლა.

ტრენინგის მონაწილეები დაწვრილებით შეეხნენ ისეთ თემებს, როგორიცაა საბაზისო და გაფართოებული ძიება, სრული ტექსტების გაცნობა, პერსონალური საქაღალდის შექმნა და მასალის შენახვა, ელექტრონული წიგნების მოძიება და ჩამოტვირთვა, ასევე დამხმარე მასალის გაცნობა.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, კავკასიის უნივერსიტეტის, GIPA, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები.