ახალი ამბები

GTUNI ევროპული ინტეგრაციის გზაზე

20 ივნისი 2023

2023 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში, ხელი მოეწერა ,,ახალგაზრდობის თანხმობის აქტს’’, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს.

აქტს ხელი მოაწერეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტებმა. მათ შორის, GTUNI-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა.

გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აქტს ხელი მოაწერეს ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წარმატებულმა ახალგაზრდებმა.

თანხმობის აქტის ფარგლებში GTUNI-ს სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა ევროინტეგრაციის საკითხებზე და იმ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რომელიც ასახულია თანხმობის აქტში.