ახალი ამბები

GTUNI: 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

19 მაისი 2023

1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ, მუზეუმების საერთაშორისო დღე დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 40 წელზე მეტია აღნიშნავს. რა თქმა უნდა, GTUNI აღნიშნულ ინიციატივას ყოველწლიურად უჭერს მხარს.

მიმდინარე წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა იყო „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“.

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის - სოფიკო თევდორაძის ინიციატივით, თბილისის რამდენიმე მუზეუმს ეწვივნენ და დაათვალიერეს.


იხილეთ ფოტოგალერეა...