ახალი ამბები

GIU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

18 სექტემბერი 2023

დღეს, 18 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველკურსელებს საორიენტაციო შეხვედრა ჩაუტარდათ პროგრამის ხელმძღვანელებთან.

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და კანცლერმა - ელი ელისაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გაესაუბრნენ GIU-ს ჩინური ენის მოწვეული ლექტორი - რეი მინგმინი და კორეული ენის მიმართულების ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი - მილან ლიი.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ულოცავს სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას და ბევრ საინტერესო ღონისძიებას და შემეცნებით აქტივობას ჰპირდება.


იხილეთ ფოტოგალერეა...