ახალი ამბები

ფორუმი: თანამედროვე მენეჯმენტი და HR

16 დეკემბერი 2022

2022 წლის 16 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა ფორუმის თანამედროვე მენეჯმენტი და HRმონაწილეებს უმასპინძლა.

ფორუმი მიზნად ისახავდა თანამედროვე მენეჯმენტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვას; ადამიანური რესურსების მართვის ახალ მიდგომებზე, HR პოლიტიკისა და სტრატეგიიის, თანამშრომლების შერჩევის პროცესის, ტალანტ მენეჯმენტის, პროფესიული განვითარების, კარიერის მართვისა და ეთიკის საკითხების თაობაზე დისკუსიას; მენეჯმენტის ახალი, ინოვაციური მეთოდების განხილვასა და მათი დანერგვის გზების განსაზღვრას; ორგანიზაციული განვითარების, ცვლილებების მართვის, რეფორმების დანერგვის და ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებაზე ახალი მიგნებების პოვნასა და განხილვას; თანამედროვე მენეჯმენტსა და HR საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას.

სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი.

ფორუმი ორ სესიად ჩატარდა.

ფორუმს სპიკერობას უწევდნენ

  • ელი ელისაშვილი - გთუნის კანცლერი, შპს „ჯორჯია ინტერნეშენალ ედუქეიშენ ინვესტმენტ“-ის დირექტორი;
  • თინათინ რუხაძე - კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ეისითი”-ს (ACT) დამფუძნებელი და ხედვის ლიდი;
  • მარიამ დარბაიძე - გთუნის კანცლერის მრჩეველი, განათლების ექსპერტი, დოქტორი, პროფესორი;
  • სერგო ნოზაძე - HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტი;
  • თეა ნიკოლაშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი (Defence Institution Building School);
  • დავით გუნაშვილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი ადამიანური კაპიტალის მართვის საკითხებში;
  • მაკა პეტრიაშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • ნინო ბაქრაძე - პროფესიული განვითარების ტრენინგების ცენტრის დამფუძნებელი, ტრენერი, გთუნის ასისტენტ-პროფესორი.

ფორუმის მუშაობას უძღვებოდნენ სოფიკო თევდორაძე - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი და ლალი ბალახაძე - გთუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი

ფორუმის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.