ახალი ამბები

Erasmus+ “STEM4Humanities”-ის პროექტის შეხვედრა გაიმართა

8 ნოემბერი 2023

დღეს გაიმართა “Erasmus+”-ის ფარგლებში მოქმედი “STEM4Humanities”-ის -ის პროექტის პირველი ონლაინ სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის მონაწილეები:

  • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (საქართველო);
  • მაცერატას უნივერსიტეტი (იტალია; პროექტის კოორდინატორი);
  • მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი);
  • ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის უნივერსიტეტი (უკრაინა);
  • Innovation Hive (საბერძნეთი);
  • ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი);
  • მიკოლო რომერიოს სახელობის უნივერსიტეტი (ლიეტუვა);
  • ვროცლავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი).

შეხვედრისას საუბარი შეეხო პროექტის არსსა და მისი სამუშაო პაკეტების ფარგლებში არსებულ ამოცანებს, მხარეთა შორის ფუნქციების გადანაწილებასა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პირველი ოფიციალური შეხვედრის იტალიაში გამართვის თაობაზეც.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სახელით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი გრიგოლ კალანდაძე და კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსი, პროფესორი ზოია ადამია.