ახალი ამბები

COST –ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

28 ივნისი 2022

დღეს, 28 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა COST ასოციაციაშიახალი შესაძლებლობები ქართველი მკვლევრებისთვის (,,COST Info Day” Georgia’s COST Full Membership - New Opportunities for Georgian Researchers) ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი ზოია ადამია.

ზემოხსენებული ღონისძიების ფარგლებში COST-ის ასოციაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობის გზები გააცნეს. ამასთან, ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია საქართველოსთვის, როგორც COST-ის ასოციაციის სრულუფლებიანი წევრისთვის, შეთავაზებული სხვადასხვა ინიციატივის შესახებ.

COST.eu - ეს არის პლატფორმა, ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გრანტების, მივლინებების, ნაშრომების, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დაფინანსების მოპოვება.

COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, ქართული მხარის გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორი რონალდ დე ბრუინი და ა. შ.